საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის ხუთი ფაქტი გამოავლინა. უწყების ინფორმაციით, დანაშაულში მხილებული პირების საცხოვრებელი ბინიდან და სატრანსპორტო საშუალებებიდან ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული ე.წ. ელექტრო სიგარეტისთვის განკუთვნილი 2 ათას 890 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი.
ამოღებული პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 15 ათასი ლარია.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.