მეწყრული პროცესების შესაჩერებლად ახალი პროგრამა ამოქმედდა შუახევში. პროგრამა საცხოვრებელ სახლებთან ფერდსამაგრი სამუშაოების ჩატარებას ითვალისწინებს. წელს, ''სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახთა შემსწავლელი კომის''-ის გადაწყვეტილებით, ფერდსამაგრი სამუშაოები კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ 20 საცხოვრებელ სახლთან განხორციელდება. დარჩენილი ოჯახების პრობლემის მოგვარებას გამგეობა სამომავლოდ გეგმავს.