წერილის შინაარსი მიუკერძოებელი არხის გაკონტროლების სურვილად აღიქმება - ვატო წერეთელი

06 მარტი 2019, 00:00 1851 ნახვა

''TV პირველის” დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სოციალურ ქსელში ეხმაურება. იგი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ წერილის შინაარსი "ტვ პირველის" მხრიდან აღქმულია, როგორც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არხის გაკონტროლების სურვილი.

''11 წლის წინანდელ საქმეში, რომლითაც ხაზარაძეს დაუპირისპიდრნენ, მოგეხსენებათ, ჩემი კომპანიები და ინიციალებიც ფიგურირებს. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სწორედ ამის გამო შეიძლება მოეთხოვათ ხაზარაძისთვის გადმოეცა ჩვენთვის გზავნილი "ტვ პირველის" სარედაქციო პოლიტიკის შეცვლასთან დაკავშირებით... "ტვ პირველის" 100%-იანი წილის მფლობელი ვარ მე, ვახტანგ წერეთელი. საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა, რომ ტვ პირველი მხოლოდ საკუთარი შემოსავლით არსებობს და ეს შემოსავალი არის გამჭვირვალე. ამ არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას განსაზღვრავს არხი და მისი ჟურნალისტები. არხის სარედაქციო პოლიტიკა არ ექვემდებარება არანაირ პოლიტიკურ ან სხვა სახის კონიუქტურასა და "ტრენდს", რასაც ადასტურებს საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების დასკვნები და ამ არხზე მომუშავე ჟურნალისტების რეპუტაცია. არხი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკით გააგრძელებს მუშაობას და ეს არასდროს შეიცვლება პოლიტიკური კალენდრის მიხედვით. პატივისცემით, ვ.წ.

PS ეს კინო უკვე ნანახი მაქვს... პირველი სერია გადავიტანეთ''.

 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დღეს წერილის ასლი გაავრცელა და განაცხადა, რომ მამუკა ხაზარაძემ სასამართლოს სწორედ ეს წერილი გადასცა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი