ისტორიული დაცვის ზონის დამტკიცების შემთხვევაში ცათამბჯენები ვერ აშენდება - მირიან მეტრეველი

05 მარტი 2019, 00:00 1592 ნახვა

მერიის ქალაქ განვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ ე.წ. რივიერას პროექტით გათვალისწინებული შენობები ვერ აშენდება თუ ისტორიული დაცვის ზონის „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული დოკუმენტი დამტკიცდება, ბათუმის მთავარი არქიტექტორის თქმით, სპეციალისტების რეკომენდაციაა, რომ მერიამ სწორედ ამ დოკუმენტის დასკვნით იხელმძღვანელოს.

ბათუმის მერია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გაცემულ რეკომენდაციას სწავლობს  სადაც აღნიშნულია, რომ ზონების კორექტირებული ვერსია მოკლებულია დარგობრივ არგუმენტაციას. რივიერას ტერიტორია ისტორიული დაცვის საზღვრებიდან ქალაქის მერიამ ამოიღო, რადგან მერის განმარტებით ეს მონაკვეთი უკვე განაშენიანებულია და აღარ წარმოადგენს ისტორიულ ზონას.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი