ისტორიული დაცვის ზონის დამტკიცების შემთხვევაში ცათამბჯენები ვერ აშენდება - მირიან მეტრეველი

05 მარტი 2019, 00:00 2693 ნახვა

ბათუმის მთავარი არქიტექტორი ამბობს, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსგან სარეკომენდაციო წერილი მიიღეს, რომელზეც ექსპერტებთან და ''გეოგრაფიკის'' წარმომადგენლებთან ერთად მერიაში იმსჯელებენ. 

მირიან მეტრეველის თქმით, სპეციალისტებს ისტორიული დაცვის ზონის პირველადი ვერსია, ანუ ''გეოგრაფიკის'' მიერ მომზადებული დოკუმენტი მოსწონთ და ბათუმის მერიას რეკომენდაციას უწევენ აღნიშნული დასკვნით იხელმძღვანელონ. 

მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსის განმარტავს, რომ რივიერას პროექტით გათვალისწინებული შენობები ვერ აშენდება, თუ ისტორიული დაცვის ზონის ''გეოგრაფიკის'' მიერ მომზადებული დოკუმენტი დამტკიცდება. 

გუშინ კი ბათუმის მერმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ ყველა კითხვას პასუხი მალე გაეცემა. ლაშა კომახიძე თანაგუნდელებთან ერთად სააგენტოსგან გამოგზავნილ სარეკომენდაციო წერილს ეცნობა. 

ზონების კორექტირებული ვერსია მოკლებულია დარგობრივ არგუმენტაციას - წერია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წერილში. საბჭო მერიას რეკომენდაციას აძლევს,  კულტურული მემკვიდრეობის ზოგადი დამცავი ზონების დადგენის პროცედურა, "გეოგაფიკის" მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით გააგრძელოს.

სანაპირო ზოლის, ბულვარისა და რივიერას ტერიტორია ისტორიული დაცვის საზღვრებიდან ქალაქის მერიამ ამოიღო. ლაშა კომახიძის განმარტებით ეს მონაკვეთ უკვე განაშენიანებულია და აღარ წარმოადგენს ისტორიულ ზონას, ბულვარს კი თავისთავად აქვს ძეგლის სტატუსი.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი