მერიის პასუხი ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მცხოვრებლებს

04 მარტი 2019, 00:00 1824 ნახვა

ბათუმის მერია ფარნავაზ მეფის ქუჩაზე 40 ნომერში მცხოვრებ მოქალაქეებს პასუხობს. თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ მშენებელს ნებართვა 4 სართულის აშენებისთვის მიღებული აქვს, რაც შეეხება მიმდებარედ დაზიანებულ კედლებს,  საკითხზე მოქალაქეებმა მერიას წერილობით უნდა მიმართონ.  ფარნავაზ მეფის 40 ნომერში, ე.წ იტალიური ეზოს მცხოვრებლებმა გუშინ ეზოში მიმდინარე  ეზოში დაწყებული მშენებლობა გააპროტესტეს. მათი განმარტებით შეთანხმების მიხედვით ორსართულიანი სახლი უნდა აშენებულიყო, ახლა კი კომპანიამ 4 სართულიანი შენობის პროექტი წარმოადგინა. მათივე ინფორმაციით, მშენებლობისთვის საძირკველის გათხრისას გვერდით მდებარე სახლის ფუნდამენტი დაზიანდა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში