''მე წერილებს არ ვწერ, სათქმელ პირდაპირ ვეუბნები'' - გახარიას პასუხი ხაზარაძეს

04 მარტი 2019, 00:00 1868 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრი თიბისი ბანკის დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძეს პასუხობს და ამბობს, რომ დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადება, იმუნიტეტის მოსაპოვებლად დაწყებულ ჭორაობას გავდა

''ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა, პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტი მოეპოვებინა. მე წერილებს არ ვწერ, სათქმელს ყველას პირდაპირ და პირში ვეუბნები. მათ შორის იმ ხალხს ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა მაქვს'' - ამბობს მინისტრი. 

გიორგი გახარიას განმარტებით, საქართველოში  პრივილეგირებულობა უნდა დასრულდეს.

''შანტაჟის ენით საუბარი საჯარო პოლიტიკიდან უნდა გაქრეს. ყველას მოუწევს პასუხი აგოს, როგორც თავის ვალდებულებებზე ასევე სიტყვებზე'' - განაცხადა საკითხის კომენტირებისას შინაგან საქმეთა მინისტრმა.

გიორგი გახარიას დამატებითი კითხვებისთვის არ უპასუხია. 

დღეს, პარლამენტში გამოსვლისას, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო.

ამავე კატეგორიაში