ლიბიაში დაკავებული მეზღვაურის ოჯახს ბანკი სახლს არ გაუყიდის

04 მარტი 2019, 00:00 1406 ნახვა

ლიბიაში დაკავებული ქართველი კაპიტნის ოჯახს თი-ბი-სი ბანკი პასუხობს. განმარტავენ რომ ბანკმა სახლის გამოსყიდვის გრაფიკი შეადგინა და მისი გასხვისების შიში  უსაფუძვლოა.

საზოგადოებრივ მაუწყებელს კაპიტნის ოჯახმა გასულ კვირას მიმართა, მათი განმარტებით,   საცხოვრებელი  გენად კომახიძის სახელზე იპოთეკით იყო დატვირთული და პატიმრობაში მყოფმა დავალიანების გადახდა ვერ მოახერხა, დავალიანების გამო თი-ბი-სი ბანკმა სოფელ განთიადში მდებარე სახლი აუქციონზე გაიტანა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში