საია წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარ ინციდენტებს გამოეხმაურა

07 აგვისტო 2016, 00:00 2605 ნახვა

წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის ფარგლებში, გასულ დღეებში, ბათუმსა და თელავში მომხდარ ინციდენტებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” განცხადებით ეხმაურება. ორგანიზაცია საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ სათანადო პასუხისმგებლობა, ჯეროვნად შეასრულონ მათზე საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებები და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ, სტაბილურ და ძალადობისაგან თავისუფალ გარემოში ჩატარებას. საია ასევე მოუწოდებს სამართალდამცველ ორგანოებს, ეფექტურად უზრუნველყონ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, მოახდინონ შესაძლო სამართალდარღვევათა პრევენციული ღონისძიებების გატარება, სამართალდარღვევის ან დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში, მოახდინონ დროული და ეფექტური რეაგირება  -  ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი