ახალი  საბავშვო  ბაღი  სოფელ  აჭყვისთავში ​

02 მარტი 2019, 00:00 1430 ნახვა

ახალი საბავშვო ბაღი სოფელ აჭყვისთავში. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების  ორ სართულიანი შენობა 70 ბავშვზეა გათვლილი. საძინებლები, გასართობი და სასადილო ოთახები თანამედროვე სტანდარტების უახლესი ტექნიკითა და ინვენტარითა აღჭურვილია. შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. მოეწყო სპორტული მოედანი და ატრაქციონები.

ბაგა-ბაღის მშენებლობა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 641 090 ლარი დაიხარჯა. ახალი შენობის გახსნამდე ბაღი საჯარო სკოლის შენობაში იყო განთავსებული. ქობულეთში  წლის ბოლომდე ახალი საბავშვო ბაღების გახსნა წყავროკასა და ჩაისუბანშიც იგეგმება. მუნიციპალიტეტში 28 საბავშო ბაღია,სადაც სკოლამდელ განათლებას  2950 აღსაზრდელი იღებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი