ნიკორწმინდა 1000 წლისაა

07 აგვისტო 2016, 00:00 3942 ნახვა

ქართული ხუროთმოძღვრების შედევრის ნიკორწმინდის ტაძრის აგებიდან 1000 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვა-ლოცვას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. ნიკორწმინდის ტაძარში საზეიმო ლიტურგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა. ნიკორწმინდის ტაძრის აგებიდან 1000 წლისთავი მიულოცა სრულიად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილმა ბოდიში მოუხადა მოსახლეობას საგზაო შეფერხებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემის გამო. ჟურნალისტებთან საუბრისას გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ნიკორწმინდასთან მისასვლელი გზის გადაკეტვა მის სტუმრობას არ უკავშირდება და მას მსგავსი ბრძანება არ გაუცია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი