31 ოჯახს ბინა უსასყიდლოდ გადაეცემა

28 თებერვალი 2019, 00:00 1881 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განკარგულებით,  31 ოჯახი ქედასა და ქობულეთში ბინას მიიღებს. თორნიკე რიჟვაძემ ხელი დოკუმენტს დღეს მოაწერა. მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, პროცესი გაგრძელდება და და ყველა ოჯახი მიიღებს საცხოვრებელს, რომლებიც წლებია დაუკანონებელ ფართში ცხოვრობენ.

მთავრობის გასვლითი სხდომა ქობულეთში მედიისთვის ამჯერადაც დახურული იყო.

თორნიკე რიჟვაძემ დღეს ქობულეთში ინვესტიციებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა, რომ უახლოეს პერიდოში დააანონსებს კონკრეტულ პროექტებს.  მთავრობის სხდომაზე დღეს განიხილეს სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტების გაყოფა, რომელიც ცოტა ხნის წინ დაანონსდა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი