''დაიცავი ძველი ბათუმის'' მოთხოვნების შესასწავლად თორნიკე რიჟვაძემ ერთი კვირა აიღო

26 თებერვალი 2019, 00:00 1970 ნახვა

 შეწყდეს ისტორიული ბათუმის ნგრევა,  სასწრაფოდ გაკეთდეს ქალაქის ისტორიულ–საყრდენი გეგმა და გაუქმდეს ე. წ. ზონალური საბჭო -  „დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრებმა საკუთარი მოთხოვნები ამჯერად რეგიონის პირველ პირს პირადად გააცნეს. ქალაქში ისტორიული სახლების ნგრევის და ქაოსური მშენებლობების მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ კონკრეტული დაპირებები დღეს არ მიუღიათ, თუმცა მთავრობა მზადაა მათთან ითანამშრომლოს.

თორნიკე რიჟვაძე დღეს მათ დაჰპირდა, რომ ერთი კვირის ვადაში საკუთარ გუნდთან ერთად შეისწავლის მოქალაქეების მოთხოვნებს. საინიციატივო ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ ერთ-ერთი საკითხი,  რაზეც დღეს ძირითადი კონტური გამოიკვეთა ე.წ. ზონალური საბჭოა.   რეგიონის მმართველმა  საბჭოს ფორმირება, მისი  გაძლიერება და ახალი კადრებით დაკომპლექტება დაანონსა.  

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი