ისტორიული და კულტურული ძეგლი, დანგრევის პირას არსებული „ფესენკოს აგარაკის“ სახელით ცნობილი სახლი, შესაძლოა მალე აღადგინონ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მარტში საპროექტო დოკუმენტაციას შეისყიდის, ამის შემდეგ კი ძეგლს სავარაუდოდ „ქართუ ჯგუფი“ აღადგენს - ეს არის ის რაც ვიცით, მეტი დეტალის გარკვევა გვინდოდა ქართუსთან, თუმცა არ გვიპასუხეს. რომანოვების ისტორიული სასახლე მახინჯაურში მდებარეობს. ძეგლი წლებია ფაქტობრივად მიტოვებულია, შელახულია მისი იერ-სახე. ჯერ-ჯერობით უცნობია უნიკალურ ბუნებაში, წლების წინ აშენებული გამორჩეული არქიტექტურის შენობას რა ფუნქცია ექნება მომავალში.