სკოლის მოსწავლეების ინტიმური ვიდეოს გავრცელებაზე შსს გამოძიება დაიწყო

25 თებერვალი 2019, 00:00 5609 ნახვა

ბათუმის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეების ინტიმური შინაარსის ვიდეო დახურულ ჯგუფში გავრცელდა, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება დაიწყო. 

სამინისტროში არ აკონკრეტებენ რა მუხლით მიდის გამოძიება. ცნობილია, რომ ვიდეოს გავრცელების შესახებ სოციალურ სააგენტოს და სამართალდამცველებს რესურსცენტრმა მიმართა. 

როგორც აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაარკვია, ინტიმური სახის კონტაქტი 15 წლის მოზარდებს ჰქონდათ, სექსუალური ცხოვრების დაწყება კი იურისტების განმარტებით კანონით 16 წლიდანაა დაშვებული. 

ამასთან, წინასწარი ინფორმაციით, ვიდეო სკოლაში ან სასწავლო პროცესის დროს არ არის გადაღებული. 

ინფორმაცია სოციალურ ქსელში ინტიმური სახის ვიდეოს გავრცელების შესახებ ტელეკომპანია რუსთავი ორმა გაავრცელა, მედიასაშუალების ინფორმაციით სოციალურ ჯგუფში, ძირითადად, მაღალი კლასის მოსწავლეები არიან. 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი