შეხვედრა გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში

16 აპრილი 2016, 00:00 2977 ნახვა

ევროპის სამეზობლო პოლიტიკა, ასოცირების შეთანხმება, უსაფრთხოება   და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობა - ის მთავარი თემები იყო, რაზეც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა  და ევროკომისიის გაფართოების დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა  ორმხრივ შეხვედრაზე ისაუბრეს. მხარეებმა კიდევ რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის იყო: საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების მცოცავი ოკუპაცია და რუსეთის მხრიდან გააქტიურებული პროპაგანდა. ქრისტიან დანიელსონის განცხადებით,   ევროკავშირმა რუსული პროპაგანდის საპასუხოდ   საქართველოს მიმართ მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს, რაც შეეხება  ვიზალიბერლიზაციას, მისივე შეფასებით, საქართველომ ამ მიმართულებით  ქმედითი  ნაბიჯები გადადგა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი