''პოზიტიური  ეროვნული  ნარატივის შექმნა'' -დისკუსია ბსუ-ში 

24 თებერვალი 2019, 00:00 1227 ნახვა

საქართველოს ეროვნული და პოზიტიური ნარატივების შესახებ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დისკუსია მოეწყო. მთავარი თემა პოზიტიური ეროვნული ნარატივების შექმნა და ვიდეორგოლების მომზადებაა, რომელშიც ქვეყნის მთავარი გზავნილები აისახება.

პროექტის ფარგლებში შეხვედრები ტარდება პროფესორებთან, ექსპერტებთან, ნატოს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებთან და ჟურნალისტებთან.  მიზანი საქართველოზე დადებითი იმიჯის შექმნა და გავრცელებაა. დისკუსიები სხვადასხვა ქალაქში ეწყობა, რომელზეც დაყრდნობითაც ეროვნული ნარატივები შემუშავდება. პროექტს საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი ახორციელებს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი