თორნიკე რიჟვაძის ხმაურიანი განცხადებები

23 თებერვალი 2019, 00:00 2693 ნახვა

ბოლო სამი დღეა განხილვის საგანი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებაა. „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“ - ასე უპასუხა რეგიონის პირველმა პირმა "დაიცავი ძველი ბათუმის" წევრებს ღია წერილზე, სადაც ბათუმელები მერს სთხოვდნენ, ძველი ბათუმის ტერიტორიაზე გაცემული ისტორიული სახლების ნგრევის ნებართვისთვის ხელი არ მოეწერა,  ხოლო აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თვითმმართველობაზე გავლენებში ადანაშაულებდნენ. განცხადება „მთავარის“ გადამღებ ჯგუფთან გაკეთდა. მაშინ თორნიკე რიჟვაძემ თქვა, რომ არ იცოდა რა ეწერა წერილში, ამიტომ მისი პასუხი საკითხისადმი ზოგად დამოკიდებულებას გამოხატავდა. ფრაზამ გაურკვევლობა და განსხვავებული ემოცია გამოიწვია. ვინ არის ძაღლი და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ რეგიონის პირველი პირისთვის საზოგადოების ნაწილის აზრი უმნიშვნელოა, ეს გუნდი კი სიძველეებისა და კულტურული მემკვიდრეობისადმი მთავრობის პოლიტიკას ვერ შეაფერხებს?

თორნიკე რიჟვაძემ ნათქვამი იმავე დღის ბოლოს განმარტა, თუმცა საზოგადოების ნაწილის რეაქცია უფრო მწვავე აღმოჩნდა. რა კავშირშია ერთმანეთთან მშენებლობები და ნარკობიზნესი, თუ მსგავს დანაშაულზე ინფორმაცია არსებობდა - რატომ არ აცნობეს საგამოძიებო უწყებას? ვინ დაადანაშაულა მთავრობის თავმჯდომარემ კორუფციასა და ნეპოტიზმში? ოპოზიციამ სამართალდამცველებს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა, ძველი ბათუმის დამცველებმა კი არ გამორიცხეს - აქციებით თორნიკე რიჟვაძის გადადგომა მოითხოვონ. მოგვიანებით, განმარტებების გაკეთება მოუხდათ გუნდის წევრებსაც. ანდაზები ამ კონტექსტშიც გაისმა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი