კანონპროექტი, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარემ პრინციპების დონეზე უკვე ისაუბრა, როგორც მის ვერსიაზე, არის სწორედ კლანის წევრებისთვის უზენაესი სასამართლოს მანტიების შეკერვა,- ამის შესახებ კოალიციის "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" წარმომადგენელმა გიორგი მშვენიერაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
შეხვედრა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე, დიპლომატიური კორპუსი, სასამართლო სისტემის წარმომადგენლები და არასამთავრობო სექტორი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებსა და პროცედურებზე მსჯელობდნენ, გიორგი მშვენიერაძემ პროტესტის ნიშნად დატოვა. ირაკლი კობახიძეს საკუთარი მოსაზრებები გააცნეს ოპოზიციამ და არამოსამართლე წევრებმა. სამუშაო შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე დღეს გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძემ მესამე სექტორი გააკრიტიკა.