„მარადიული აწმყო“ -,5 ნაწილიანი დოკუმენტური ფილმი საქართველოს პატრიარქის ცხოვრებას აღწერს. ფილმის პრემიერა ქობულეთის მუზეუმში გაიმართა.
ფილმის ავტორი ნინო ხოფერიაა, რომელმაც ფილმი საპატრიარქოს არქივში დაცული დოკუმენტების მიხედვით გადაიღო. ავტორის თქმით, ფილმი პატრიარქის ცხოვრებასთან ერთად საქართველოს უახლეს ისტორიასაც ასახავს. კინოჩვენება ქობულეთის შემდეგ სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაიმართება.