ოპოზიცია - ძალოვანებმა უნდა შეისწავლონ ვის ადანაშაულებს თორნიკე რიჟვაძე კორუფციასა და ნეპოტიზმში

22 თებერვალი 2019, 00:00 3391 ნახვა

ოპოზიცია ითხოვს, ძალოვანმა უწყებებმა დაკითხვაზე დაიბარონ აჭარის პირველი პირი და გახდეს ცნობილი ვისი მისამართით გააჟღერა  ბრალდება, რომელიც კორუფციასა და ნეპოტიზმს ეხებოდა. 

გუშინ, ძველი ბათუმის დამცველების წერილზე თორნიკე რიჟვაძემ განცხადებები გააკეთა. დილით გაკეთებულ კომენტარში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თქვა, რომ ბათუმის ისტორიულ ქალაქში მშენებლობები კანონის დაცვით მიმდინარეობს, ხოლო მოქალაქეების წერილზე თქვა, რომ "ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიდის" და გამოხტომების გამო არ შეცვლიან გადაწყვეტილებებს. 

დღის მეორე ნახევარში კი დამატებითი განმარტებები გააკეთა და აღნიშნა, რომ გულანთებულ ბათუმელებს ბოდიშს უხდის, თუმცა  ისტორიული ქალაქის დაცვა ნეპოტიზმის, კორუფციის ხარჯზე ხდებოდა და წლებია ერთი-ორ პირს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხები ნარკობიზნესად აქვს ქცეული. 

ვისზე საუბრობდა თორნიკე რიჟვაძე არ დაუკონკრეტებია. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში