საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის დაარსებიდან 24-ე წლისთავი აღნიშნეს ქუთაისში. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრნენ. მათ ბაზაზე არსებული მემორიალი გვირგვინით შეამკეს.