TBC ბანკმა მარეგულირებელთან დავა შეწყვიტა - მამუკა ხაზარაძე ეროვნულ ბანკს მიკერძოებაში სდებს ბრალს

21 თებერვალი 2019, 00:00 1861 ნახვა

მამუკა ხაზარაძემ "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს ტოვებს, მანმადე კი აცხადებს, რომ TBC სამეთვალყურეო საბჭო ეროვნულ ბანკთან დავას წყვეტს, რადგან დავა მარეგულირებთან რომელიც თავისუფალი არ არის გადაწყვეტილებებში, აზიანებს ბანკს.  

"მე მივხვდი, რომ მიზანი ჩემი დისკრედიტაციაა, იმასაც მივხვდი, რომ აქ, ჩვენთან, წარმატებას ებრძვიან, მივხვდი, რომ კომპანიის ზრდას საქართველოში ლიმიტი უნდა ჰქონდეს დაწესებული. ჩემზე ასეთი თავდასხმა პირდაპირ აისახება ჩვენი ბანკის რეპუტაციაზე.
ბანკი კი არ შეიძლება ხანგრძლივ სასამართლო დავაში იყოს თავის რეგულატორთან, მითუმეტეს თუ ეს უკანასკნელი არაა თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში, მიუხედავად მისი კანონით მინიჭებული მაღალი ხარისხის დამოუკიდებლობისა".

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 14 თებერვალს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა. „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის ორთვიანი ვადა მისცა.

„თიბისი ბანკმა“ სასამართლოში გაასაჩივრა 11 წლის წინანდელ საქმეზე გამოტანილი რეგულატორის, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება და მართლმსაჯულებას ელოდება. 

ამავე კატეგორიაში