ახალგორის გამოსასვლელთან არსებული ე.წ. გამშვები პუნქტის გახსნაზე კომენტარი გააკეთა ქეთევან ციხელაშვილმა. - ამ ურთულეს ვითარებაში პოზიტიური ნაბიჯია, თუმცა არ არის საკმარისი აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი. მინისტრი იმედოვნებს, რომ დე ფაქტო გადაწყვეტილებების მიმღები პირები გააცნობიერებენ იმ ჰუმანიტარულ მნიშვნელობას, რომელიც დგას და მთლიანად იქნება გახსნილი ოძისი-ახალგორის მონაკვეთი.
40-დღიანი იზოლაციის შემდეგ, დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა ოკუპირებული ახალგორის გამოსასვლელთან არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი გახსნეს. ოკუპირებული ახალგორის დატოვება უკვე შეძლო იძულებით იზოლაციაში მყოფმა ხუთმა ადამიანმა. არსებული ინფორმაციით, ე.წ. გამშვები პუნქტი სამი დღის განმავლობაში იქნება გახსნილი ცალმხრივად.