ინციდენტი, როგორც უკვე გითხარით, ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულზე დოღის დროს მოხდა. გოგონას ცხენით მოზარდი, დოღის მიმდინარეობისას დაეჯახა. შეჯახების შედეგად, გოგონასთან ერთად, მცირე დაზიანებები, ცხენის მხედარმაც მიიღო. დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახმარება სასწრაფოს ექიმმა გაუწია, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრის ვერტმფრენით ბათუმში ჩამოაფრინეს.