სამართალდამცველებმა 27 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელმაც გამოძიების ვერსიით, სხვადასხვა დროს, ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის 14 აპარატი გაქურდა. ბრალდებული, ამავე აპარატების საშუალებით ინტერნეტ ტოტალიზატორ „ევროპაბეთის“ ანგარიშზე თანხების თაღლითური გზით გადარიცხვასაც ცდილობდა.
ახალგაზრდა პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. თუ ქურდობასა და თაღლითობაში ბრალდებულს დანაშაული დაუმტკიცდა, 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ფოტო: არქივი (რადიო მოზაიკა)