ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

19 თებერვალი 2019, 00:00 1264 ნახვა

უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების გადადების გამო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სასამართლოს ქვედა ინსტანციებში მოსამართლეთა კონკურსი შეაყოვნა... აცხადებენ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი, ისინი წერილს აქვეყნებენ სადაც აღნიშნავენ, რომ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შედეგად უზენაეს სასამართლოში დამატებით 18 სამოსამართლეო ვაკანსია გაჩნდა, წარდგენაზე უფლებამოსილება კი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო. რამაც წერილის ავტორების თქმით, საშუალება მისცა იუსტიციის საბჭოში და სასამართლო სისტემაში არსებულ კლანებს, იმ კანდიდატებად წარედგინათ მათთვის მისაღები მოსამართლეები. რაც მოხდა კიდეც გასული წლის 24 დეკემბერს, როცა შედგა უზენაეს სასამართლოში გასამწესებელი მოსამართლეების ათკაციანი სია. 

წერილში ასევე საუბარია იმაზე, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ქვედა ინსტანციებში ვაკანტურ თანამდებობზე თვეების წინ გამოცხადებული კონკურსი ხელოვნურად შეაყოვნა და ეს კონკურსი უკვე 7 თვეა მიმდინარეობს. საბოლოო ეტაპზე გასული 78 კანდიდატიდან გასაუბრება 77-თან ჩატარდა და რატომღაც დარჩენილ ერთთან გასაუბრება არ ან ვერ ტარდება. ანა დოლიძეს და ნაზი ჯანეზაშვილს აცხადებენ, რომ როდესაც გასაუბრება დასრულდება კანონით დადგენილი ვადის ათვლა დაიწყება, რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ აწყობთ, რადგან ჯერ სურთ უზენაესი სასამართლოს  თავისი კანდიდატურებით შევსება. ასეთი მოქმედებებით კი ძლიერდება ე.წ. კლანი და ფერხდება სასამართლოს ეფექტიანობის ზრდა. აცხადებენ ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი