ხულოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ბოლო წლებში ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა. ახალი ტურისტული სეზონისთვის დაწესებულებაში მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გაუმჯობესდა.
დაემატა ახალი ექსპონატებიც. საუკუნის ისტორიის მატარებელი ნივთები დაწესებულებას ადგილობრივებმა გადასცეს. მუზეუმში დაცულ რელიქვიებს უცხოენოვანი წარწერებიც გაუკეთდა.