ბათუმის მერიის წინ ე.წ ვარდების სკვერში საპროტესტო აქცია ამ წუთებში(14:00) მიმდინარეობს. ''ბეტონყმობა'',' “ნუ ანგრევ - ნუ შობი მასე", ''გაწიე კედელი ზღვა დამანახე'', "დაიცავი ბათუმი" - ეს არის აქციის ლოზუნგები. აქციის ორგანიზტორები ამბობენ, მათ ხელისუფლებისგან სამი ძირითადი მოთხოვნა აქვთ :
• შეწყდეს ძველი ბათუმის ნგრევა და გაუქმდეს აჭარის მთავრობასთნ არსებული ზონალური საბჭო.
• ბათუმის მერიამ და საკრებულომ არ დაუშვას რივიერაზე მრავალსართულიანი შენობების მშენებლობა.
• ''არა ქიმიურ ტერმინალს'' - ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ბათუმის პორტში ქიმიური ტერმინალის მშენებლობის ნებართვას ხელი არ მოაწერო.
შეკრებილები მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე აქციებს აანონსებენ.
ბათუმის მერიის წინ ე.წ ვარდების სკვერში საპროტესტო აქცია ამ წუთებში(14:00) მიმდინარეობს