ნიკო კეცხოველის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსში, ფინალური საგზური 5-მა სკოლამ მოიპოვა. აჭარიდან და გურიიდან გამარჯვებული მოსწავლეები თბილისში, 21 მარტს დასკვნით ტურში მიიღებენ მონაწილეობას. ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის წლევანდელი თემა - ''მდგრადი განვითარებაა'', მიზანი კი გარემოსდაცვითი განათლების მხარდაჭერა , სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლება და მოსწავლეებისა და მასწავლებლების ინიციატივებში ჩართვაა.
კონკურსში 2015 წლიდან სკოლის ბაზაზე შექმნილი მოსწავლეთა ეკო კლუბები მონაწილეობენ.