''შეწყდეს ძველი ბათუმის ნგრევა'' - ორ საათში ვარდების სკვერში,  აქცია გაიმართება

17 თებერვალი 2019, 00:00 1960 ნახვა

„შეწყდეს ძველი ბათუმის ჩაბეტონება, გაუქმდეს ზონალური საბჭო, არ აშენდეს მაღლივი კორპუსები, არა ქიმიურ ტერმინალს!“ - ამ მოთხოვნებით  ბათუმსა და თბილისში მორიგი აქცია გაიმართება.  ბათუმის ქაოსურ განაშენიანებაზე, ცათამბჯენების მშენებლობასა და ქალაქის ისტორიული ზონის საზღვრებზე 3 საათის განმავლობაში  მსჯელობდნენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში. განხილვაში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, სპეციალისტები და ექსპერტები მონაწილეობდნენ.

''დაიცავი ძველი ბულვარის'' აქტივისტებმა იმ დოკუმენტის დამტკიცება მოითხოვეს, რომლის მიხედვითაც, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორია ისტორიული დაცვის საზღვრებშია მოქცეული.  „გეოგრაფიკის“ წარმომადგენლებმა მოამზადეს დოკუმენტი, რომეშიც შემდგომში მერიამ ავტორებთან შეთანხმების გარეშე შეცვალა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ იგი რეკომენდაციებით ბათუმის თვითმართველობას უნდა დაუბრუნოს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი