რვა თვის შემდეგ ''თიბისი'' ბანკის ირგვლივ ხმაურიანი პროცესები კვლავ გრძელდება

15 თებერვალი 2019, 00:00 2280 ნახვა

რვა თვის შემდეგ “თიბისი” ბანკის ირგვლივ ხმაურიანი პროცესები კვლავ გრძელდება. ამჯერად ეროვნულმა ბანკმა მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა.

აქციონერთა კრებას კი მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის ორთვიანი ვადა მისცა. მამუკა ხაზარაძე უფლებამოსილების დათმობას არ აპირებს და ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს. ის ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, რომელიც 11 წლის წინანდელ მოვლენებს უკავშირდება სასამართლოში გაასაჩივრებს.  

თი-ბი-სი-ს საქმეზე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ეხმაურება პოლიტიკოსები, საერთაშორისო ექსპერტები, ბიზნეს ომბუდსმენი და უცხოური მედიაც. უფლებადამცველი ამბობს, რომ მიმდინარე პროცესებმა „თიბისი ბანკის“ იმიჯი და განვითარება არ უნდა დააზიანოს.

რაც შეეხება კანონმდებლებს, ოპოზიცია პროცესებში პოლიტიკურ სარჩულს ხედავს და მიაჩნია, რომ ეროვნული ბანკი ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი გუნდის გავლენის ქვეშაა.  

მმართველი გუნდის წევრების თქმით, მათ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაში ეჭვი არ შეაქვთ და სამართლებრივი პროცესების დასრულებას ელოდებიან.  „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში