აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2018 წელს შესრულებული საქმიანობა შეაჯამა. შეხვედრის მონაწილეებს ანგარიში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, გასული წლის სეზონზე 30–მდე ციტრუსის მიმღებ შემფუთავი და არასტანდარტული ციტრუსის 2 გადამამუშავებელი საწარმო მუშაობდა. ექსპორტზე გავიდა 30 000 ტონა სტანდარტული მანდარინი.
რაც შეეხება არასტანდარტულ მანდარინს მიღებული და გადამუშავებულია 15 ათასი ტონა. მინისტრმა სამომავლო გეგმებზეც მიმდინარე წლის მანდარინის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებების ასევე განსახორციელებელ პროექტების შესახებაც ისაუბრა.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიმდინარე წელს ინტენსიური ბაღების გაშენების პროგრამის განხორციელებას, ასევე მობილური ლაბორატორიების შეძენას გეგმავს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 2019 წელს 14 537 795 ლარით განისაზღვრა. მიმდინარე წელს სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად 12 პროგრამას და 20 ქვეპროგრამას განახორციელებს.