ოპოზიცია მოუწოდებს აუდიტის სამსახურს მთავრობასთან არსებული ე.წ ზონალური საბჭოს საქმიანობით დაინტერესდეს. ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ასმათ დიასამიძემ დღეს ამ თემაზე ბრიფინგი გამართა და საბჭოს წევრები კორუფციაში დაადანაშაულა.
მისი განცხადებით, კომპანიებს ნებართვის მისაღებად საბჭოს წევრები ხელოვნურ ბარიერებს უქმნიან და გავლენას ახდენენ მის მუშაობაზე. ნაციონალური მოძრაობის წევრი ასევე მოითხოვს, საბჭო არა საჯარო მოხელეებით, არამედ სპეციალისტებით, საზოგადოების მაღალი ნდობით აღჭურვილი პირებით დაკომპლექტდეს.