ამერიკელი სენატორები მიმართავენ პრეზიდენტს, რომ რუსეთს მოსთხოვოს შეწყვიტოს სეპარატისტების მხარდაჭერა

15 თებერვალი 2019, 00:00 1425 ნახვა

სენატორები აშშ-ის პრეზიდენტს მიმართავენ, საჯაროდ მოსთხოვოს რუსეთს, შეწყვიტოს ოკუპაცია და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი სეპარატისტების მხარდაჭერა. აშშ-ის სენატს რუსეთის წინააღმდეგ ახალი, აქამდე არსებულ სანქციებზე კიდევ უფრო ძლიერი სანქციების დაწესების თაობაზე კანონპროექტი  უკვე წარედგინა.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ავრცელებს. უწყების ცნობით, კანონპროექტი მიზნად ისახავს, რუსეთის აგრესიული ქმედებების საპასუხოდ,  მასზე ეკონომიკური, პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლა გაზარდოს.  

როგორც საგარეო უწყება განმარტავს, საყურადღებოა, რომ ამ კანონპროექტში, აშშ-ის კონგრესის სხვა, მრავალი წინამორბედი საკანონმდებლო დოკუმენტების მსგავსად, კვლავაც ასახულია საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი დებულებები.

„აშშ-ის პრეზიდენტმა საჯაროდ უნდა მოსთხოვოს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას, რომ ყირიმი დაუბრუნოს უკრაინის ხელისუფლების კონტროლს, შეწყვიტოს მხარდაჭერა სეპარატისტული ძალადობისადმი აღმოსავლეთ უკრაინაში, შეწყვიტოს ოკუპაცია და მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიებზე მყოფი სეპარატისტებისადმი და შეწყვიტოს სირიის ბაშარ ალ ასადის ძალისმიერი რეჟიმის გაძლიერება, რომელიც ჩადის სამხედრო დანაშაულს.“

ამავე კატეგორიაში