აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წელს მეღვინეობა-მევენახეობის ხელშეწყობისთვის 3 მილიონნახევარ ლარზე მეტი აქვს გათვალისწინებული. დაგეგმილია ყურძნის ნერგების შეძენა და თერმული რეზერვუარების მოწყობა.
გაზაფხულისთვის იგეგმება 30 000-მდე ვაზის სხვადასხვა ჯიშის ნერგის შეღავათიან ფასად გაცემა. „აგროსერვის ცენტრმა“ წარმოადგინა დღეს პრეზენტაცია ვაზის მოვლა-მოყვანისა და ვენახის გაშენების ძირითადი პრინციპების შესახებ, რაც მცირე ფერმერულ მეურნეობებს ეხებოდა. საუბარი შეეხო სიახლეებსაც.