ბავშვთა უფლებების დაცვის კოდექსი

14 თებერვალი 2019, 00:00 1309 ნახვა

ბავშვის უფლებას მათ შორის, ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულების, დაზიანების, უგულებელყოფის, დაუდევარი მოპყრობის, წამების, ექსპლუატაციის, ვაჭრობის, ტრეფიკინგის და ძალადობის სხვა ნებისმიერი ფორმისგან კანონი დაიცავს. კოდექსის განხილვა უკვე დაიწყო.  

ინიციატივა  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკუთვნის და იგი სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება. პროექტის მიხედვით, აკრძალულია ბავშვის ფიზიკური დასჯა, წამება ან სხვა სასტიკი, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა ან სასჯელი ოჯახში, სკოლამდელ ან ზოგადსაგანამანთლებლო დაწესებულებაში, ალტერნატიული ზრუნვის მომსახურებაში, სამედიცინო ან ფსიქიატრიულ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ნებისმიერ სხვა ადგილას.“ბავშვის უფლებათა კოდექსი“ პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი