პოლიციამ 84 წლის ქალის ძარცვის ბრალდებით 2 პირი დააკავა

13 თებერვალი 2019, 00:00 7896 ნახვა

ბათუმში, საკუთარ სახლში გაძარცვული ქალის საქმე პოლიციამ გახსნა. დღეს, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, სოციალურ სახლში მცხოვრები 84 წლის ქალი წებოვანი ლენტით სკამზე დააბეს და მას ოქროს სამკაულები წაართვეს. თვითმხილველების ყვებიან, რომ მძარცველები სახლში მოტყუებით შევიდნენ, თითქოს გაზის კომპანიის წარმომადგენლები იყვნენ.

სკამზე მიბმულმა ქალმა მოახერხა მეზობლებისთვის დახმარება ეთხოვა.  

პოლიციამ ძარცვის ფაქტზე ორი პირია დააკავა. დაკავების პროცედურები ამ წუთებში ხელვაჩაურში, ხალვაშის ქუჩაზე მიმდინარეობს. ადგილზე კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.

 

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში