ბათუმის საქალაქო სასამართლო განხილული საქმეების იანვრის თვის სტატისტიკას აქვეყნებს. სასამართლოში 84 საქმე შევიდა ; დასრულდა 64. მათ შორის საპროცესო შეთანხმებით - 38 საქმე; შეწყდა - 3 .
გამართლებელი განაჩენი სასამართლომ 2 შემთხვევაში გამოიტანა, ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენი კი 1 საქმეზე; რაც შეეხება ადმინისტრაციულ სამართლის საქმეებს, ერთი თვის განმავლობაში სასამართლოში 21 საქმე შევიდა, დასრულდა- 8. ერთი თვის განმრავლობაში სასამართლოში 232 სამოქალაქო სამართლის საქმე დარეგისტრირდა.