რა წერია წერილში რომელიც დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ე.წ-ლი მატროსოსვის ციხიდან 2017 წელს გამოაგზავნა. მსჯავრდებული სასულიერო პირის ძმა აცხადებს, რომ წერილს 4 ადრესატი ჰყავს და ყველა მაღალი იერარქიის სასულიერო პირია. თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, წერილში საუბარია პატრიარქის ოჯახის წევრებზე, კონკრეტულად კი ილია მეორის დაზე, რომელიც თორნიკე მამალაძის განცხადებით ფლობს ბიზნესებს.
ციხიდან გამოგზავნილი წერილი ჯერ გასაჯაროვებული არ არის ამიტომ დეტალები უცნობია. ჩვენ დავუკავშირდით ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას საიდანაც ველოდებით პოზიციას, იცნობს თუ არა წერილის შინაარს მეუფე დიმიტრი.