აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად სახელმწიფო 45 მილიონს დახარჯავს

13 თებერვალი 2019, 00:00 1855 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ მიმდინარე წელს აზიური ფაროსანას გასანადგურებლად და სხვა სოკოვან დაავადებებთან საბრძოლველად, რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქციას აზიანებს 45 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამა ექსპერტების დახმარებით შეიმუშავეს. 

ბოლო რამდენიმე წელია აჭარაში და საქართველოს სხვა რეგიონებში მავნებელი ხილს და ბოსტნეულს ანადგურებს. გასულ წელს აჭარაში ფაროსანას გარდა, თხილის მოსავალი სოკოვანმა დაავადებებმაც გააფუჭა. ფერმერები სახელმწიფოს დახმარებას სთხოვდნენ. 

მამუკა ბახტაძის განცხადებით, პროგრამის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ქართული პროდუქციის ექსპორტი გაიზრდება. 

''გასულ წელს ჩვენი სტატისტიკა კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა, რომ არა ბოლო ორი წლის ერთ ერთი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა. ვსაუბრობ აზიურ ფაროსანაზე და მის გავრცელებაზე. წლევანდელი პროგრამა არის საკმაოდ დახვეწილი, შეთანხმებულია ყველა წამყვან ექსპერტთან. 2019 წლის პროგრამის მიხედვით, დაახლოებით 45 მილიონი ლარი დავაფინანსებთ ამ პროგრამას. ამასთან ერთად სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს დავალება მიცემული ამ პროგრამით მოვიცვათ სხვა პრობლემებიც, მაგალითად როგორცაა სოკოვან დაავადებები. დარწმუნებული ვარ წარმატებული რეალიზაციის შემდეგ, ჩვენ დავიბრუნებთ და გავზრდით საექსპორტო პოზიციებს, რომელიც 2 წლის წინ გვქონდა'' - თქვა ბრიფინგზე პრემიერ მინისტრმა. 

მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, გასულ წელს  სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტმა თითქმის მილიარდს მიაღწია. 

''გასულ წელს ჩვენ გვქონდა შთამბეჭდავი სტატისტიკა. სოფლის მეურნეობის სექტორის ექსპორტმა თითქმის მილიარდს მიაღწია. ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი პასუხია იმ სკეპტიკოსებზე, რომლებიც ხშირად ამბობენ, რომ საქართველოში არ აქვს მომავალი სოფლის მეურნეობას.ამაზე იცით ჩემი პასუხი. მე სულ ვამბობდი, რომ მომავალი არ აქვს ნატურალურ მეურნეობას, როცა გლეხი, ფერმერი იძულებულია მოყვანილი პროდუქცია თავად მოიხმაროს. საქართველოში აქვს პერსპექტივა სოფლის მეურნეობას, მთავარია სწორი აქცენტები გაკეთდეს'' - ამბობს პრემიერი. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი