ადმინისტრაციული საზღვარი სამი დღით ჩაიკეტება

05 აგვისტო 2016, 00:00 2811 ნახვა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმის გადაწყვეტილებით, ხვალიდან ადმინისტრაციული საზღვარი სამი დღით ჩაიკეტება. ინფორმაციას „სპუტნიკ ოსეტია“ ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.  ე.წ. ოფიციალურ ცხინვალში აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება 2008 წლის „ქართული აგრესიის“ წლისთავისთვის დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარებას უკავშირდება. ადმინისტრაციული საზღვარი 9 აგვისტოს  დილის 09:00 საათიდან გაიხსნება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი