ქობულეთში სანიაღვრე სისტემის მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა

12 თებერვალი 2019, 00:00 1436 ნახვა

ქობულეთში რუსთაველისა და აღმაშენებლის ქუჩებზე სანიაღვრე სისტემის მოსაწყობად პროექტის შეძენაზე გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა. ტენდერი  ქუჩების იმ მონაკვეთებს ეხება , რომლებიც ძლიერი წვიმის  დროს  იტბორება.

მერიაში აცხადებენ, რომ ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო, თუმცა მერის მოადგილის ინფორმაციით, ტენდერი მეორედ გამოცხადდება, გაიზრდება სატენდერო თანხაც და სანიაღვრე სისტემის მოწყობა არ გაჭიანურდება.  მერიაში ამბობენ , რომ სანიაღვრე სისტემების პრობლემამ თავი მას შემდეგ იჩინა, რაც ეზოების შესასვლელები მოასფალტდა. დავით ვერულიძის განმარტებით, მოასფალტების დროს ეზოების შესასვლელები მცირედით დაწიეს, რის გამოც წვიმის დროს წყალი დგება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი