ფოტო: მზია მართალიშვილი
ბათუმში, ჭავაჭავაძის #33 ხანძარი ლიკვიდირებულია, შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლის ჩასაქრობად 60 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. დამწვარია 30 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი და 200 კვ. მ. სახურავი. სახანძრო სამსახურის ბრიგადები შემთხვევის ადგილს უკვე ტოვებენ, გაიხსნა სამანქანე გზა ცალმხრივად, ლუკა ასათიანისა და 26 მაისის ქუჩების მონაკვეთზე.
ხანძრის შესახებ შეტყობინება სახანძრო სამაშველო სამსახურში 09:23 წუთზე შევიდა, 10 საათისთვის მეხანძრეებმა შეძლეს ცეცხლის ჩაქრობა.