ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი ხვალ მოსახლეობას ერთ წლიან ანგარიშს წარუდგენს

10 თებერვალი 2019, 00:00 1883 ნახვა

ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ფატი ხალვაში ხვალ 17 საათზე ჩაქვში, მოსახლეობას ერთ წლიან ანგარიშს წარუდგენს.  ჩაქვის მაცხოვრებლებს დეპუტატი გასულ წლებშიც შეხვდა. მოსახლეობა გზების კეთილმოწყობას, წყლის სისტემის გაუმჯობესებას და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ითხოვდა, ფატი ხალვაში განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხების მოგვარება მას არ ეხება, მოთხოვნებს ითვალისწინებს და თვითმმართველობასთან შუამდგომლობს.

მაჟორიტარის ინფორმაციით, 1 წლის განმავლობაში მოქალაქეებისგან ბიუროში 60-მდე წერილი შევიდა, ხოლო 87 საჯარო შეხვედრა გამართა. მაჟორიტარს მთავარ გამოწვევად  სოფლების გაზიფიცირება მიაჩნია და ირწმუნება, რომ მისი ინიციატივით სოფელ ჩაისუბანში გაზიფიცირების პროექტი უკვე განხორციელდა, ხოლო სამომავლოდ გორგაძეების გაზიფიცირებას ელოდება.

ამავე კატეგორიაში