რძის ნაწარმის რეალიზების ახალი რეგულაციები

10 თებერვალი 2019, 00:00 2209 ნახვა

პირველი მარტიდან, მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ეტიკეტის საშუალებით ინფორმაციის მიწოდება ახალი წესებით დარეგულირდება. ახალი რეგულაციის თანახმად, ეტიკეტზე დასატანი სავალდებულო ინფორმაციის ჩამონათვალი გაზრდილია. მათ შორის, სავალდებულოა, ეტიკეტზე განთავსდეს ინფორმაცია სურსათის უვნებელ მოხმარებასთან დაკავშირებით, ასევე- ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ, რომელიც მომხმარებელს, მათ შორის განსაკუთრებული კვებითი საჭიროების მქონე მომხმარებელს, ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობას მისცემს.

რეგულაცია ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად განხორციელდება. 2020 წლიდან კი ბიზნესოპერატორად უნდა დარეგისტრირდეს ყველა  ფიზიკური პირი, ვინც რძის პროდუქტებს აწარმოებს და ბაზარზე განათავსებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია უფასოა. ცვლილებების მთავარია მიზანია მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვა სამომხმარებლო ბაზრის უვნებელი სურსათით უზრუნველყოფის გზით.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი