გრიპის ვირუსის ახალ ტალღას თებერვლის მეორე ნახევრიდან ელოდებიან

10 თებერვალი 2019, 00:00 2037 ნახვა

გრიპის ვირუსის კიდევ ერთ ტალღას მედიკოსები თებერვალში ვარაუდობენ. მხოლოდ გუშინ გრიპის და გრიპის მაგვარი ვირუსით 50-ზე მეტი  ამბულატორიული მიმართვა დაფიქსირდა, რეგიონის კლინიკებში 80-მდე პაციენტი  რჩება. აჭარაში წითელას ვირუსის 39 საეჭვო 8 კი დადასტურებული შემთხვევაა რეგისტრირებული. სამედიცინო დაწესებულებებში ამ ეტაპზე 5 პაციენტი მკურნალობს.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებული პაციენტების დიდ ნაწილს აცრები არასრულად ჰქონდათ ჩატარებული. ყველაზე მეტი შემთხვევები 20-დან 40-წლამდე ასაკის ადამიანებში დაფიქსირდა.  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რეგიონში წითელას საწინააღმდეგო აცრა 18 იანვრიდან დღემდე 5 ათას 600-ზე მეტმა პაციენტმა  გაიკეთა, რუსუდან შავიშვილის თქმით, გასულ წელს ჩატარებულმა არაგეგმიურმა ვაქცინაციამ შედეგი გამოიღო და წელს რეგიონში დაინფიცირებული პაციენტების მაჩვენებელი დაბალია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი