პარლამენტში განათლების მინისტრის ანგარიშთან დაკავშირებით პოლიტიკური დებატები დღესაც გაგრძელდა. საპარლამენტო ოპოზიციამ მიხეილ ბატიაშვილი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდა.
მინისტრს გუშინ კომიტეტებში ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნით მოუსმინეს. განხილვის მთავარი თემა ია კერზაიას გარდაცვალება იყო. უმცირესობა ითხოვს ამ საკითხზე პასუხისმგებლობა მმართველმა გუნდა აიღოს.
ოპოზიციას კატეგორიულად არ მოსწონს დაგეგმილი ცვლილებები განათლების სისტემაში. დღესაც, ისევ კითხვები ჰქონდათ გაუქმებული ზოგადი უნარებისა და გამოსაშვები გამოცდების თაობაზე, ასევე დაანონსებულ სხვა ცვლილებებზეც. უმცირესობა აცხადებს, რომ განათლება არის მნიშვნელოვანი სფერო, სადაც სხვადასხვა მინისტრის მხრიდან მუდმივად იდგმება გაუაზრებელი ნაბიჯები. ოპოზიციის კრიტიკას მინისტრი ასე გამოეხმაურა - მე მოვისმინე ტყუილი, შეურაცხყოფა, თუმცა ვერ მოვისმინე ვერც ერთი დასაბუთებული მოსაზრება.