ენმ-ის წევრი სამსახურში აღდგენას ითხოვს

05 აგვისტო 2016, 00:00 4135 ნახვა

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი, ნაციონალური მოძრაობის წევრი ორგანიზაციას სამსახურში აღდგენასა და ნაცდური ხელფასის, 19 ათასი ლარის ანაზღაურებას სთხოვს. ირაკლი მოდებაძემ დღეს სააგენტოს სასამართლოს გადაწყვეტილებაც ჩააბარა. მოდებაძე გასული წლის აპრილში გათავისუფლდა. მისი მტკიცებით იგი პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს, რასაც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მმართვის სააგენტოში არ ადასტურებენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი