ბრატისლავაში ვიზიტის მეორე დღე თინათინ ხიდაშელმა სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან მიროსლავ ლაიჩეკთან შეხვედრით დაიწყო. საუბრის მთავარი თემები საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხები, ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და რეგიონში გააქტიურებული რუსული პროპაგანდა იყო. მიროსლავ ლაიჩეკის თქმით, სლოვაკეთი უპირობოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მინისტრი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით მაისის ბოლოს ეწვევა.